როდის იწყება რეგისტრაცია?
სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაცია ცხადდება ყოველი წლის გაზაფხულზე გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ. რეგისტრაცია ხორციელდება უნივერსიტეტების ადმინისტრაციის მიერ და მონაცემები გადაეცემა გამოცდების ეროვნულ ცენტრს.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ თუკი თქვენ გადაწყვიტეთ სამაგისტრო პროგრამაში მოხვედრა, ჯერ უნდა ჩააბაროთ ერთიანი ეროვნული გამოცდა, და მხოლოდ შემდეგ, გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, დარეგისტრირდეთ რომელიმე უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო გამოცდაზე/გასაუბრებაზე გასასვლელად. არა აქვს მნიშვნელობა რომელ უნივერსიტეტში დარეგისტრიდით ერთიანი სამაგისტრო გამოცდის ჩასაბარებლად.
|
|