როგორ ჩავაბარო მაგისტრატურაში?
თუკი თქვენ გინდათ სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელოთ სწავლა სამაგისტრო საფეხურზე, საჭიროა:
ა) როგორც მინიმუმ, გქონდეთ ბაკალავრის, ან ამ აკადემიურ ხარისხთან საქართველოს კანონმდებლობით მიხედვით გათანაბრებული უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომი;
ბ) უნდა ჩააბაროთ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული ერთიანი სამაგისტრო გამოცდა, გადალახოთ მინიმალური ზღვარი და ამით მიიღოთ მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება;
გ) შემდეგ დარეგისტრირდეთ თქვენთვის სასურველ უნივერსიტეტში თქვენთვის სასურველ სამაგისტრო პროგრამაზე;
დ) გაიაროთ უნივერსიტეტის მიერ დაწესებული გამოცდა(ები) ან გასაბრება(ები) და ამ ბოლო ეტაპის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, გახდეთ სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი;
ჯერ ჯერობით ამ სქემაში მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტები მონაწილეობენ. კერძო უნივერსიტეტებს სამაგისტრო პროგრამებში ჩაბარების და მიღების საკუთარი წესები აქვთ. დამატებითი ინფორმაცია 2010-11 წლის მისაღები მაგისტრანტების რაოდენობისა და გამოცდის თარიღების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.iliauni.edu.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=13
|
|