მაგისტრატურა წარმოადგენს სამსაფეხურიანი საუნივერსიტეტო განათლების მეორე საფეხურს. იყო მაგისტრი ნიშნავს, გახდე პროფესიონალი შენ მიერ არჩეულ სფეროში, გაიღრმავო ბაკალავრიატში მიღებული ცოდნა ან შეიცვალო საბაკალავრო პროგრამის ათვისების შედეგად მიღებული პროფესია.
დასაქმების თვალსაზრისით, მაგისტრატურადამთავრებული სპეციალისტისათვის კვალიფიციური სამუშაოს მოძებნა უფრო ადვილია. იგივე შეიძლება ითქვას მმართველ/მენეჯერულ პოზიციებზე. დამსაქმებელთა მოთხოვნებში გამოცდილება და განათლება ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია სამსახურში აყვანის დროს.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ თუ რომელიმე სამაგისტრო პროგრამაზე, სწავლა გსურთ, ჯერ უნდა ჩააბაროთ საერთო სამაგისტრო გამოცდა, და მხოლოდ შემდეგ, გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, დარეგისტრირდეთ რომელიმე უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო გამოცდაზე/გასაუბრებაზე გასასვლელად. არა აქვს მნიშვნელობა, რომელ უნივერსიტეტში დარეგისტრირდით საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩასაბარებლად.
ბოლო წლების სტატისტიკის მიხედვით საქართველოში ბაკალავრების დაახლოებით 10 პროცენტი შემდგომში მაგისტრატურაში აგრძელებს სწავლას. 2009 წლის სამაგისტრო გამოცდებზე 4560 ადამიანი დარეგისტრირდა, საიდანაც დაახლოებით 85%-მა გადალახა კომპეტენციის მინიმალური ზღვარი. დაახლოებით 90 მაგისტრანტი უნარებში მიღებული ქულების მიხედვით დაფინანსდება, კიდევ დაახლოებით 90 - პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით. არსებობს დაფინანსების სხვა შესაძლებლობებიც, ბევრი კომერციული ბანკი თანამშრომლობს სხვადასხვა უნივერსიტეტთან. მაგალითად, ”ბაზისბანკი” ახორციელებს პროგრამას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომლის ფარგლებში ყოველწლიურად სპონსორობას უწევს ამ უნივერსიტეტის წარმატებულ მაგისტრანტებს.
 |
|
 |
|
წარმატების ახალი ხარისხი
გაგვიზიარეთ თქვენი წარმატებული გამოცდილება, გაიგეთ ყველაფერი სამაგისტრო სწავლების შესახებ, მიაღწიეთ წარმატების ახალ ხარისხს!
info@magistratura.ge |
|
 |
|
 |
|
|